საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი: „ვირტუალური აქტივების სამართლებრივი ასპექტები - ბიტკოინიდან ბლოკჩეინამდე“

თსუ ევროკლუბი გიწვევთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისა (EU Neighbours East) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული სივრცის ევროკლუბის მიერ ორგანიზებულ სემინარზე: „ვირტუალური აქტივების სამართლებრივი ასპექტები - ბიტკოინიდან ბლოკჩეინამდე“, რომელსაც გაუძღვება საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის ექსპერტი ვახტანგ ჩხენკელი.

 

კრიპტო აქტივების მნიშვნელობის და შესაძლებლობების უკეთ გასაგებად სემინარზე განხილული იქნება ვირტუალური აქტივების განვითარების ისტორია, ბიტკოინი და ბლოკჩეინ ტექნოლოგია, კრიპტო ბაზრები და ვირტუალური აქტივის მომსახურებები.

 

სემინარის ფარგლებში დამსწრეები: მიიღებენ ინფორმაციას ვირტუალური აქტივების კლასიფიკაციისა და გამოსაყენებელი სამართლის შესახებ; გაეცნობიან ქართულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ვალდებულებებს; ვირტუალური აქტივების რეგულირების საუკეთესო პრაქტიკებს; გაიგებენ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებზე, დეცენტრალიზებული ბაზრების ოპერირებაზე; სამომავლო ცვლილებებსა და შესაძლებლობებზე. 

 

სემინარის დასრულების შემდგომ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

 თარიღი: 06 მარტი, 17:00.

 ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, აუდიტორია N119.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/PKN6jpoveNsZ9rSs7

თარიღი: 05/03/2024